ულტიმატუმის მეორე დღე, მოთხოვნები კვლავ უცვლელია. სახალხო მოძრაობა ისევ პრემიერის გადადგომასა და ახალი შემადგენლობით მთავრობის დანიშვნას ითხოვს, იმისთვის რომ ევროკომისიის მიერ გაცემული 12-ვე პუნქტი შესრულდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში 3 ივლისიდან ისინი უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
მმართველმა გუნდმა მოთხოვნების შესრულებაზე უკვე თქვა უარი, თუმცა სახალხო მოძრაობა არ ნებდება და სამუშაო შეხვედრებს იწყებს.