მოლდოვა მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რომელთა გახანგრძლივებასაც ევროკავშირი აპირებს - ამის შესახებ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა იგორ გრუსომ განაცხადა.
აღნიშნა, რომ ქვეყნის სტატუსი და ევროპული მისწრაფებები ევროკავშირთან სოლიდარობას მოითხოვს.
გრუსოს თქმით, მოლდოვას ამ გადაწყვეტილებას რუსეთმა პატივი უნდა სცეს, რადგან მოლდოვას რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ვინაიდან იქ რამდენიმე ასეული ათასი მოლდოველი ცხოვრობს და მუშაობს.