მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის

25 ივნისი 2022, 13:06 660 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მატჩებისთვის ემზადება.

ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 1 ივლისს რიგაში, უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო 4 ივლისს თბილისში, ევროპის ჩემპიონატისთვის აშენებულ არენა „თბილისში“ ესპანეთს უმასპინძლებს. 

ცნობისთვის, საქართველოს  ესპანეთთან ერთად უკვე განაღდებული აქვს ჯგუფის სამეულში მოხვედრა და შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე თამაში, თუმცა აღნიშნულ მატჩებს დიდი დატვირთვა აქვს, რადგან  უკრაინასთან და ესპანეთთან დარიცხული ქულები საქართველოს მეორე ჯგუფურ ეტაპზე მიჰყვება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი