ბსუ-ში საუნივერიტეტო საგრანტო ოფისი გაიხსნა

25 ივნისი 2022, 11:25 619 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის ფარგლებში “hoizon Europe ”-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი გაიხსნა.

პროგრამა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ერთობლივი პროექტები განახორციელონ ევროპელ კოლეგებთან ერთად.

“საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის კონკურსების შესახებ, არამედ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და მართვაში.  

საქართველო აღნიშნული პროგრამის წევრი 2021 წელს გახდა, ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ხელი ბრიუსელში მოეწერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი