დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით საკრუინგო კომპანია Columbia Shipmanagement-ის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში აკადემიასა და კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საკრუინგო კომპანია „კოლუმბია“ საზღვაო აკადემიის წარჩინებულ 10 სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებს.
მეზღვაურების საერთაშორისო დღის აღნიშვნა წვიმიანი ამინდების გამო 2 ივლისამდე გადაიდო.