ირაკლი ჩიქოვანი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა ასევე მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ , ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ახალი, მნიშვნელოვანი თავი გადაიშალა.