საქველმოქმედო ღონისძიება ხელვაჩაურში. მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში სტუდია „ბასტიბუბუს“ აღსაზრდელებმა კონცერტი გამართეს. ღონისძიებიდან მიღებული თანხით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო ფინანსურად 2 ოჯახს დაეხმარება. მსგავსი შინაარსის საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვა სამომავლოდაცაა დაგეგმილი.