ბათუმის საზაფხულო თეატრში “ თბილისის ქალთა გუნდის “ კონცერტი გაიმართა. გუნდი მაყურებლის წინაშე 14 ნომრით წარსდგა.
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია საგუნდო მუსიკის პოპულარიზაცია რეგიონებში.
პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.