გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 24, 25, 26 და 27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
დამატებითი რეისი თბილისიდან 00:25 საათზე გამოვა, ხოლო ბათუმიდან 00:20-ზე გავა.
რკინიგზაში აღნიშნავენ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია: რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.