ვაშინგტონში დიდი შვიდეულისა და ნატოს სამიტების მთავარი მიზნები დაასახელეს. ,,ყველა საკითხი უკრაინის ომს უკავშირდება რომელიც რუსეთის ფედერაციამ გააჩაღა“- ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
დიდი შვიდეულისა და ნატოს სამიტები ივნისის ბოლოს გაიმართება.
ჯონ კირბის განცხადებით, ვაშინგტონის მთავარ მიზნებს შორის აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის გაძლიერებაა დემოკრატიული, სუვერენული უკრაინისადმი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო შეჭრისთვის რუსეთის პასუხისგებაში მიცემა, საერთაშორისო ეკონომიკისთვის გამანადგურებელი რისკების მართვა, კერძოდ, საწვავის და სურსათის ფასების ზრდა და მსოფლიოს საინფორმაციო ხედვის ჩამოყალიბებაა.