ვაშინგტონში კრემლის პრეს-სპიკერის განცხადებას გამოეხმაურნენ და პესკოვის ვარაუდს საშინელი უწოდეს. საუბარია უკრაინაში დატყვევებული ამერიკელებისთვის შესაძლო სასიკვდილო განაჩენზე. სამშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაკავებული აშშ-ის მოქალაქეები უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის გასამართლდებიან და არ გამორიცხეს, რომ მათ სიკვდილით დასჯა მიესაჯოთ.
„შემაძრწუნებელია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა შეიძლება დაუშვას სიკვდილით დასჯა ამერიკელი მოქალაქეებისთვის,უკრაინაში“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
ცოტა ხნის წინ არაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მებრძოლ ბრიტანეთის მოქალაქეებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.