„უნარების ეკოსისტემა და რეფორმის ახალი ეტაპი“ - კონფერენცია

22 ივნისი 2022, 11:00 751 ნახვა

"უნარების ეკოსისტემა და რეფორმის ახალი ეტაპი,“ კონფერენცია ამ სახელწოდებით პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით ქობულეთში იმართება. მასში  საქართველოში მოქმედი პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

პროექტის მიზანია, საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის გაცნობა, ამ პროცესში მათი როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმა და სააგენტოს მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

შეხვედრას პროფესიული სააგენტოს, საქართველოს და აჭარის განათლების სამინისტროების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ. 

კონფერენცია გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი