ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსები ლისიჩანსკს უახლოვდებიან, ქალაქი იბომბება. სერგეი გაიდაის თქმით, დაშავებულია სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენიმე სამართალდამცავი.
"ქალაქი იბომბება არტილერიიდან, ტანკებიდან და ავიაციიდან. სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე და რამდენიმე პოლიციელი დაშავდა"- ამბობს გაიდაი.
ქუჩის ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში დაბომბვის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, რვა წლის ბავშვი. დაშავებულია 16 მშვიდობიანი მოქალაქე.
4 ადამიანი დაშავდა სუმის ოლქში რუსული სამხედრო დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად.
მძიმე ბრძოლები გრძელდება დონეცკის მიმართულებით. დონეცკის ოლქში, რუსული თავდასხმების შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 19.