ქალთა საფეხბურთო კლუბმა ''ბათუმმა'' ლიგა ორის გათამაშებაში ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო.
ბათუმელებმა საკუთარ კედლებში სოხუმის ‘’დონამო 2’’ მიიღეს და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხეს.
37-ე წუთზე სტუმრება ანგარიში გახსნეს და პირველი ნახევარიც მოიგეს.
მეორე ტაიმში 57-ე წუთზე ლიზი დიასამიძემ წონასწორობა არაღგინა შეხვედრის კომპენსირებულ დროში კი ელენე არჩუაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და შავიზღვისპირელებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
6 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ‘’ბათუმი’’ 18 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ასევე 18 ქულა აქვს ‘’რაჭას’’ , თუმცა ბათუმელები დამატებითი მაჩვენებლებით ლიდერობენ.
ქალთა საფეხბურთი კლუბმა ‘’ბათუმმა’’ 6 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა.
28 ივნისს ‘’ბათუმი’’ გასვლაზე ‘’ფენიქსს’’ ესტუმრება.