დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 482 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 650 კვლევა ტესტით, მათ შორის 72 494 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 156 PCR ტესტით.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი
7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.78%.