აჭარის ტურისტულ პოტენციალს უზბეკი ბლოგერები და ჟურნალისტები ეცნობიან. მედიატურის მიზანი რეგიონის პოპულარიზაციაა, ისინი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ბლოგებს ამზადებენ.
მედიატური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის და Uzbekistan Airways-ის ორგანიზებით იმართება.
უზბეკეთიდან ფრენები აჭარაში წელს პირველად დაიწყო.
ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს ზაფხულის სეზონის ბოლომდე გაგრძელდება