საზეიმო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ჩაატარა. წირვის შემდეგ უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და შობის დღესასწაული მიულოცა. შობის წირვას ტაძარში მრევლთან ერთად, პრემიერ მინისტრი, მთავრობის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.