აფრასიძემ „მონპელიე“ ფინალში გაიყვანა

20 ივნისი 2022, 11:34 765 ნახვა

„ქართველმა აფრასიძემ „მონპელიე“ TOP 14-ის ფინალში გაიყვანა“, – ასე გამოეხმაურა ფრანგული გამოცემა „ფრანს 24“ (France24) „ბორჯღალოსანი“ გელა აფრასიძის თამაშს. საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს „მონპელიე“ და „ბორდო“ დაუპირისპირდნენ. გელა აფრასიძე მოედანზე შეცვლაზე შევიდა.

როგორც მალევე გაირკვა, ამ ცვლილებამ ნახევარფინალის ბედი გადაწყვიტა. ანგარიში 13:10 იყო, როცა აფრასიძემ 57 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და „მონპელის“ მცირე უპირატესობა 6 ქულამდე გაიზრდა.

მატჩის მიწურულს, 79-ე წუთზე „მონპელიეს“ ქართველმა ლეგიონერმა თავი ისევ გამოიჩინა,  შორი მანძილიდან, ამჯერად 55 მეტრიდან დარტყმა კვლავ ზუსტად შეასრულა და უმნიშვნელოვანესი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 19:10 „მონპელიეს“ სასარგებლოდ. TOP 14-ის ფინალში „მონპელიე“ „კასტრის“ შეერკინება.

გამარჯვების შემთხვევაში, გელა აფრასიძე „მონპელიესთან“ ერთად ისტორიას დაწერს, რადგან ამ კლუბს საფრანგეთის ჩემპიონატი არასოდეს მოუგია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი