ორი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი - ასეთია აჭარის ძიუდოისტ გოგონათა ნაკრების მონაგარი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნანი კირკიტაძის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც ორი დღის მანძილზე ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა მასპინძლობდა.
შეჯიბრება, რომელშიც 150-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლების გარდა ტურნირში აზერბაიჯანელი ძიუდოისტებიც მონაწილეობდნენ.
ბათუმელთაგან ჩემპიონები საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მარიკა ფოთელიძე და ანანო მამულაძე გახდნენ, ნანი კირკიტაძის სახელობის თასი კი ტურნირის საუკეთესო იპონისთვის თბილისელ ძიუდოისტს ნია ქაფიანიძეს გადაეცა.