პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კონკურს–ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები ჩატარდა.
კონკურსში ხელოვანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობდნენ. სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა.
ხელოვნების ნიმუშების გამოფენა 3 დღეს გასტანს და ღიაა დამთვალიერებლებისთვის.