გაყიდვების ასოციაციის მეორე კონფერენცია ბათუმში

19 ივნისი 2022, 11:03 1489 ნახვა

ბათუმში გაყიდვების ასოციაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე ასოციაციის წევრებმა სამომავლო მიზნებსა და გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრის მიზანი  ბიზნესში ჩართული ადამიანების ერთმანეთთან დაახლოვება, პარტნიორობა და გამოცდილების გაზიარება იყო.

კონფერენციის ფარგლებში საერთო ინტერესების მქონე  წევრები გუნდებად გაერთიანდნენ და თავიანთი ლოზუნგი და საინტერესო იდეები ერთმანეთს გააცნეს.

ასოციაცია ბიზნეს წარმომადგენლების გაერთიანების პლატფორმაა, რომელიც ორი თვის წინ დაფუძნდა და უკვე 100-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი