ფუტვოლეის მსოფლიო ტური ბათუმში

19 ივნისი 2022, 11:13 1246 ნახვა

ბათუმში ქვიშის მოედანზე ფუტვოლეის მსოფლიო ტურის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს.  სპორტის ეს სახეობა ფეხბურთისა და ფრენბურთის ნაზავს წარმოადგენს.

ტურნირში ცხრა ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, მათგან 12 ვაჟების, 8 კი შერეულ წყვილში.

შეჯიბრებაში საქართველოს, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ლიეტუას, გაერთიანებული საემიროების, ისრაელისა და ბრაზილიის ნაკრებები მონაწილეობენ.

ცნობისთვის, ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ისრაელის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.

შეჯიბრება მსოფლიო ტურის მეოთხე ეტაპია, რის შემდეგაც გუნდები თურქეთში გადაინაცვლებენ, ხოლო დასკვნითი, საჩემპიონო ტური აგვისტოში აზერბაიჯანში გაიმართება.

ბათუმის ქვიშის მოედანზე ფინალური შეხვედრები დღეს  20:00 საათიდან დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში