უკრაინაში მორიგი საომარი დღე გათენდა. ბრძოლები სევეროდონეცკის გარშემო გამძაფრებულად მიმდინარეობს.
როგორც ვარაუდობენ, რუსები მაქსიმალურად შეეცდებიან დონბასის სრულად გაკონტროლებას, თუმცა ჯერჯერობით უკრაინული არმია წარმატებით იგერიებს მათ შეტევებს.
სწორედ არმიის წარმატება იქნება ის ბერკეტი, რომელიც მისცემს უკრაინას საშუალებას მოლაპარაკების მაგიდაზე მოიპოვოს უპირატესობა, ყოველ შემთხვევაში ასე ვარაუდობენ უკრაინის პოლიტიკურ წრეებში.