ევროპელი ლიდერები უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდნენ

16 ივნისი 2022, 14:00 882 ნახვა

გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, რუმინეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ქალაქ ირპენში ჩავიდნენ. ევროპელმა ლიდერებმა საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის აგრესიის შედეგად  განადგურებული ქალაქი.

ირპენში ვიზიტის ვიდეოტრანსლაციას  სააგენტო როიტერი სოციალურ ქსელ ფეისბუქით ახდენდა. ევროპელ ლიდერებს უკრაინელი სამხედროები და ჟურნალისტები რუსული არმიის  დანაშაულებზე, კონკრეტულად კი  იმ ადამიანების დახვრეტაზე უყვებოდნენ, რომლებიც ავტომობილებით საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ.  

ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკრაინაში მატარებლით ჩავიდნენ. მათ რუმინეთის პრეზიდენტი კიევში შეუერთდა.

როგორც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, მათ უკრაინაში ევროპის სოლიდარობის გზავნილი ჩაიტანეს. მოგვიანებით, კიევში დაგეგმილია ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი