ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი მიმდინარეობს

16 ივნისი 2022, 14:52 771 ნახვა

ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მეორე დღე დაიწყო. მინისტერიალი სიტყვით გახსნა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. 

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმა აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების გაზრდას და აღნიშნა, რომ ალიანსი მადრიდის სამიტისთვის ემზადება, რომელზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

ნატოს მინისტერიალზე  უკრაინის დასახმარებლად ყოვლისმომცველ პაკეტზე უნდა შეთანხმდნენ, ასევე განიხილონ ნატოს მოდერნიზების გზები და  სტრატეგიული კონცეფცია.

შეხვედრის დაწყებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განცხადებები გააკეთეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი