ბათუმის სასპორტო სკოლის ტერიტორიის გასხვისების საკითხს დღეს აჭარის ფინანსთა მინისტრი გამოეხმაურა. რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, სპორტსმენებს ინვესტორი ალტერნატიულ ფართში გადაიყვანს. ბოლქვაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო სპორტული დაწესებულების სანაცვლოდ ახალი სპორტული სკოლის აშენებას გეგმავს.