სანაპირო ზოლზე 320 მაშველი იმუშავებს

16 ივნისი 2022, 14:35 1080 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტურისტული სეზონისთვის მოემზადა.  სეზონური მაშველები წელს 25%-იანი გაზრდილი ხელფასით იმუშავებენ.

სეზონის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, გამოფენილი იყო როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილზე მოეწყო წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, რომელშიც პირად შემადგენლობასთან და სპეციალურ ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო საფრენი აპარატი დრონი.

ზღვის, მდინარეების და ტბების სანაპირო ზოლებზე სულ ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი 320 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, გარდა ამისა, მობილიზებული იქნება 50 ერთეული მცურავი საშუალება და 8 კვადროციკლი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი