საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ ჭადრაკში წლის შემაჯამებელ ღია საერთაშორისო პირველობას უმასპინძლა.
შეჯიბრება, რომელშიც ასზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ასპარეზობა ბლიცში, ე.წ. ელვისებურ ჭადრაკში გაიმართა, მონაწილეებს თითო პარტიისთვის 5 წუთი პლუს 3 წამი ეძლეოდათ.
გამარჯვებულები და პრიზიორები თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს.