სანაპირო დაცვას 4 საპატრულო კატარღა გადაეცა

16 ივნისი 2022, 14:40 919 ნახვა

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას ევროკავშირის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით 4 საპატრულო კატარღა გადაეცა.

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა, კატარღის მეთაურებმა მცურავ ერთეულებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები აღმართეს.

კატარღები დაკვირვების, სანავიგაციო და კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. მათ დანიშნულებას წარმოადგენს ნავსადგურებსა და ტერიტორიული ზღვის ფარგლებში პატრულირება, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულების კონტროლი და საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი