ნოე ჟორდანიას მთავრობის გენერალ დავით ართმელაძის საფლავთან, ლანჩხუთის სოფელ ქვიანში სკვერი და მისი ბიუსტი გაიხსნა.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ართმელაძე და სხვა ქართველი გენერლები მონაწილეობდნენ საქართველოში წითელი არმიის ფორმირებასა და სამხედრო სასწავლებლის შექმნაში. ის ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.