დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენასა და საზღვარზე გადმოტანისთვის ბრალდებული რომან ნაკაშიძე გაამართლა და წინასწარ პატიმრობაში მყოფი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. დაცვის მხარის მტკიცებით ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულს პოლიციამ ჩაუდო. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ნაკაშიძის ტანსაცმელში აღმოჩენილი გენეტიკური პროფილი ბრალდებულს არ ეკუთვნოდა. ბრალდებაში გამართლებლმა რომან ნაკაშიძემ კომენტარისაგან თავი შეიკავა. მისი ახლობლები კი მიიჩნევენ, რომ ნაკაშიძე 8 თვის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა და საქმის გამოძიებას მოითხოვენ.