ჭარბტენიანი ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
მასში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბუნების დამცველების გარდა ბულგარეთის, თურქეთის, საბერძნეთის, სომხეთის, თურქმენეთისა და ყირგიზეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება.