პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეს, ძალადობის გამოყენების მუქარით, 4 000 ლარი მოსთხოვეს.
კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის მოტივით დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და სხეულზე დაზიანებები მიაყენეს.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.