მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია - ამბობს რომის პაპი ფრანცისკე და მწვავედ აკრიტიკებს რუსეთს ომში მისი სამხედროების მიერ გამოვლენილი სისასტიკის გამო და უკრაინელებს გადარჩენისთვის მამაცური ბრძოლის გამო აქებს.
85 წლის პონტიფიკოსი დარწმუნებულია, რომ ზოგიერთი დიპლომატი გრძნობდა კონფლიქტის მოახლოებას. იგი იხსენებს რამდენიმე თვით ადრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას, რომელიც შეშფოთებული იყო იმით, რომ „ნატო ყეფს რუსეთის კარებთან“ და რომ ამას შეიძლება ომი მოჰყვეს.
ფრანცისკე ამბობს, რომ ომი შესაძლოა რაღაც გზით პროვოცირებული იყო.