კანიონის პანორამული ხიდი გაიხსნა წალკაში. 240 მეტრის სიგრძის მინის ხიდის შუაგულში განთავსებულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, ტერიტორიაზე მდებარეობს პრემიუმ ხარისხის სასტუმრო კომპლექსი კოტეჯებით, ასევე ვიზიტორთა ცენტრი, რესტორანი, საცურაო აუზი, 1800-მეტრიანი გზა ჩანჩქერამდე მისასვლელად, საკემპინგე ადგილები და სხვა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა სრულყოფილი შემეცნებითი რეკრეაციისთვის.
სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მე-7 ადგილზეა, მთავრობა კი ბიზნესის დაცულობისთვის ყველაფერს აკეთებს.