შშმ მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

14 ივნისი 2022, 14:13 702 ნახვა

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

ამასთან დაკავშირებით საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმის მესამე და 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს.

ნამუშევრებს შორის წარმოდგენილია ნახატები და  თიხის ნაკეთობები.

ღონისძიება აჭარის განათლების სამინისტროს, ასევე ამერიკული კუთხის ორგანიზებით დაიგეგმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში