ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

14 ივნისი 2022, 11:20 914 ნახვა

6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 546 ადამიანი. 

ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდა - 100 232 ტესტი,  მათ შორის 92 556 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 676 PCR ტესტით.

უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.51%. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი