ფეიკ მაკდონალდსი

13 ივნისი 2022, 20:06 1359 ნახვა

რუსეთში მაკდონალდსის სწრაფი კვების რესტორნების ბაზაზე მუშაობა დაიწყო ახალმა ქსელმა  სახელწოდებით  - ''გემრიელია და წერტილი''. ერთ-ერთი პირველი მოსკოვის პუშკინის მოედანზე გაიხსნა, სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთში მაკდონალდსის პირველი რესტორანი ამოქმედდა. 

მენიუში აღარ იქნება ბიგ მაკი და ნაყინი მაკფლური, რადგან ისინი ამერიკული ბრენდის სავიზიტო ბარათია.  რესტორნის გახსნის საზეიმო ცერემონია ჩაშალა მაკდონალდის ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა, რომელმაც გაშალა პლაკატი წარწერით დააბრუნეთ ბიგმაკი.

რესტორნების ახალ ქსელში შეცვლილია სასმელებიც, კოკა-კოლა  რუსული ლიმონათით ჩაანაცვლეს, თუმცა კერძების შემადგენლობა თითქმის იდენტურია. ახალ ლოგოტიპს კრიტიკა უკვე მოჰყვა.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ იგი ძალიან ჰგავს მერიოტის ლოგოტიპს.  მარკეტოლოგები სახელწოდებას იწუნებენ და ამბობენ,რომ ძალიან გრძელია.

მოსკოვში 15 რესტორანი მუშაობს, ივნისის ბოლოსთვის რუსეთში 200 რესტორანი ამოქმედდება, ხოლო ზაფხულის ბოლოსთვის ყველა 850-ვე რესტორანი იმუშავებს.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე მაკდონალდსმა დახურა რესტორნები რუსეთში. ამერიკულმა კომპანიამ რუსული ბაზრიდან გასვლის საბოლოო გადაწყვეტილება 16 მაისს გამოაცხადა.

ომის დასრულების შემდეგ მაკდონალდსი რუსეთში დაბრუნებას და თავისი რესტორნების აღდგენას გეგმავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი