უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადება

10 ივნისი 2022, 10:02 641 ნახვა

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ძირითადად, გაერთიანების სამი ქვეყანა ეწინააღმდეგება. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ.  ამ სახელმწიფოებს შორის დანიას და ნიდერლანდს ასახელებს სააგენტო "ბლუმბერგი".

როგორც „დოიჩე ველეს“ უკრაინული სამსახური წერს, ბრიუსელში მყოფმა სტეფანიშინამ თქვა, რომ ევროკავშირის შვიდი სახელმწიფო უკრაინისთვის სხვა ფორმატების მომხრეა და მათი წინადადებებია, ექსტრა კანდიდატობა, ან პირობითი კანდიდატობა, სამ ქვეყანას კი, ჯერ-ჯერობით არ სურს უკრაინისთვის „მწვანე შუქის ანთება“. ვიცე-პრემიერმა ეს სახელმწიფოები არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ მათ შორის არ არიან აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი