ტურიზმი და კანიონინგი აჭარაში

09 ივნისი 2022, 19:57 1190 ნახვა

ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში კიდევ ერთი კანიონი უმასპინძლებს. ხელვაჩაურის სოფელ კაპნისთავი ტურისტების მისაღებად მზადაა. ახალი კანიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა კანიონერ გიდებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დალაშქრა.  600 მეტრი სიგრძის კანიონზე ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებს 8 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება შეუძლიათ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 35 მეტრია. უჩხოს კანიონის შემდეგ ეს რიგით მეორე კანიონია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ რეგიონში კანიონინგის მოყვარულებისთვის მოაწყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში