სოციალური სახლი ქედაში

09 ივნისი 2022, 18:33 1261 ნახვა

ქედაში, ახლადაშენებულ სოციალურ სახლში ბინა 20 ოჯახს გადაეცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქედის მუნიციპალიტეტში აგარის სოციალურ სახლში 20 ოჯახს ბინები გადასცა. ქედის მუნიციპალიტეტში, მორიგი სოციალური პროექტი დასრულდა, რითაც უმნიშვნელოვანესი პრობლემა გადაიჭრა - სოფელ ქვედა აგარაში სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ. აშენდა ევროსტანდარტების შესაბამისი, 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ადაპრიტებულია. ოჯახებს საცხოვრებელი ფართის გადაცემა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, აჭარის მთავრობის წევრებმა მიულოცეს. აჭარაში არაერთი სოციალური პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს მრავალი სოციალური პროექტი. შენდება ე.წ. „ოცნების ქალაქი“; ბათუმში, ქედასა და ხელვაჩაურში აშენდა სოციალური სახლები; დაიწყო ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი