კონკურენციის პოლიტიკა - შეხვედრა მეწარმეებთან

09 ივნისი 2022, 14:02 819 ნახვა

აჭარაში მოქმედ მეწარმეებს დღეს  საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო წარმომადგენლები შეხვდნენ  და     შესაბამის კანონმდებლობაში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები გააცნეს. შეხვედრის ძირითადი თემა  კონკურენციის პოლიტიკა და ანტიდემპინგური ღონისძიებები იყო.

ისაუბრეს იმ საკანონმდებლო  ნორმებზე, რომლებმაც  მომხმარებლის უფლებები უნდა დაიცვას, ასევე ხელი შუწყოს ბიზნესის განვითარებას და ქართული კანონმდებლობა კიდევ უფრო დაახლოვოს ევროპულს.

საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა და როგორც ავტორები ამბობენ, კანონმდებლობა ამ კუთხით კიდევ უფრო დაიხვეწება.   

შეხვედრა ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. მეწარმეების ინფორმირების პროცესში  ჩართულია  აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი