ქობულეთში სოფელ წყავროკაში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ლეღვასა და წყავროკას ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელ ორკილომეტრ ნახევრიან მონაკვეთზე ასფალტობეტონს დააგებენ, მოაწყობენ სანიაღვრე არხებსა და საყრდენ კედლებს. გაბიონებსაც. უნდა აშენდეს ახალი ხიდიც.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს.