სალომე ზურაბიშვილის იტალიაში ვიზიტი სრულდება. ქვეყნის მთავარსარდლის გზავნილები იტალიის მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას ეხებოდა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე ახლა მნიშვნელოვანია საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რადგან ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვისაც.
სალომე ზურაბიშვილი იტალიის სენატისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებს შეხვდა.