უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა საჭირო სამუშაო ჩაატარა, ახლა ბურთი ევროპის ქვეყნების მოედანზეა, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი ივნისში ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ზელენსკიმ წლევანდელი ურთულესი ზამთრისთვის მზადებაზეც ისაუბრა.