არჩილ ჩიქოვანი „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

08 ივნისი 2022, 11:06 797 ნახვა

„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXIX სხდომა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომის წევრების გადაწყვეტილებით, ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტად, კვლავ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე აირჩიეს, მეორე ვიცე-პრეზიდენტად კი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი - არჩილ ჩიქოვანი. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

"უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მზად ვარ აქტიური თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია თვითმმართველობის ასოციაციის როლი, როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საქმიანობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას"-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

გასვლით სხდომაზე გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში ასოციაციის როლსა და ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს, როგორც აღნიშნულ პროცესში ერთი-ერთი მთავარი აქტორის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

სხდომა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ახლადარჩეული წევრები, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი