„როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა“ - ამ თემატიკაზე საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი ტრენინგს ატარებს.
სემინარის მიზანი - მეწარმეობის ძირითადი საკითხების გაცნობა, ბიზნესის მართვის მოდელების, მარკეტინგული სტრატეგიის და მოდელის შემუშავებაა.
შემაჯამებელ ტრენინგზე განიხილება საკითხები - მეწარმეობა და ბიზნეს იდეების განვითარება, ბიზნესის მართვის ფორმები, ძირითადი ფინანსური და იურიდიული საკითხები, მარკეტინგული სტრატეგია და მარკეტინგული მოდელის შემუშავება.
მეწარმეებისთვის ტრენინგები ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ტარდება.