„ბავშვებს  უნდათ  მშვიდობა“ – უკრაინელი ბავშვები ბათუმში

06 ივნისი 2022, 10:58 725 ნახვა

,,ბავშვებს უნდათ მშვიდობა“- ქართულ-უკრაინული პროექტი ომის შემდეგაც გაგრძელდა.  პროექტის ფარგლებში ბათუმში 25 ბავშვი  უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან ჩამოვიდა.

ომგამოვლილ ბავშვებს ბათუმში 14 დღიანი დასვენება ელოდებათ. მათთვის ფონდს დაგეგმილი აქვს დღის წესრიგი. ფონდი, რომელიც "შავი ზღვის ქალთა კლუბის“ წარმომადგენლების მიერ 7 წლის წინ დაფუძნდა, არაერთი ორგანიზაციის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

აქამდე პროექტს გაცვლითი ხასიათი ჰქონდა და ქართველი ბავშვები უკრაინაში ჩადიოდნენ. წელს კი ეს მათი პირველი ვიზიტია და პროექტის ფარგლებში ზაფხულის განმავლობაში უკრაინელი ბავშვების რამდენიმე ჯგუფი ჩამოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი