ბათუმის სარაგბო კლუბი დიდი 10-ის ჩემპიონია

05 ივნისი 2022, 22:02 1507 ნახვა

ბათუმის სარაგბო კლუბი დიდი 10-ის ჩემპიონია. 

ფინალურ შეხვედრას 17 წლის შემდეგ თბილისში ''დინამო არენამ'' უმასპინძლა და ბათუმელებმა ბოლნისის ''ყოჩები'' 23:14 დაამარცხეს. შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოვიდა.

შავიზღვისპირელთაგან  ლელოები: კობა ბუჯიაშვილმა ურჯუკაშვილმა და შენგელიამ დადეს. ერთი გარდასახვა და 2 ჯარიმა კი მამუკა ნინიძის ანგარიშზეა.


​შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბათუმელთა კაპიტანი ბექა ურჯუკაშვილი გახდა.

ამრიგად ბათუმის სარაგბო კლუბმა საქართველოს ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა. ბათუმელები ტიტულს 1999, 2002, 2019 და 2022 წელს დაეუფლნენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი