კუბაში ძლიერი წვიმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით სახლი დაინგრა. ამის შესახებ სააგენტო Prensa Latina იუწყება. აღნიშნულია, რომ ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ მოიცვა კუბის დასავლეთი ნაწილი.
დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა კუბის დედაქალაქ ჰავანაში, მესამე კი პინარ დელ რიოს მუნიციპალიტეტში.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, წყალდიდობის შედეგად ჰავანაში დაახლოებით 50 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მეტეოროლოგებმა აღნიშნეს, რომ კუბაში წვიმა გამოიწვია ქარიშხალმა აგატამ, რომელმაც განსაკუთრებული ზიანი მიაყენა სამხრეთ მექსიკას.